პროექტი

პროექტგაკვეთილი
1. პროექტგაკვეთილი ,,ყოფითი ამოცანა მათემატიკურადპროექტის ძირითადი არსია მათემატიკის საგანში ცნებების: სამკუთხედის კუთხის ბისექტრისები და გვერდების შუამართობები სიღრმისეული წვდომა
2. სოფელ მარტყოფის N1 საჯარო სკოლა მათემატიკის მასწავლებელი ნინო სალთხუციშვილი
3. სასწავლო პროექტის შინაარსი მაპროვოცირებელი ამოცანა: გვაქვს სამკუთხედის ფორმის ნაკვეთი. როგორ დავამონტაჟოთ ნათურა ისე, რომ სამკუთხედის ყველა წვერო ერთნაირად განათდეს? დისკუსია თემაზე: ეს წერტილი იქნება სამკუთხედში ბისექტრისების გადაკვეთის წერტილი თუ შუამართობების გადაკვეთის წერტილი? კლასს დავყოფ ოთხ ჯგუფად, რომლებიც იმუშავებენ მახვილკუთხა, ბლაგვკუთხა, მართკუთხა სამკუთხედისათვის გვერდების შუამართობების გადაკვეთაზე; მეოთხე კი - სხვადასხვაგვერდა სამკუთხედისათვის ბისექტრისების კვეთაზე. ჯგუფები ააგებენ და დაასაბუთებენ მიღებული მონაკვეთების ტოლობას. მოსწავლეები კვლევის საფუძველზე მივლენ საბოლოო შედეგამდე: მონაწილეობას მიიღებენ კამათში, ააგებენ ნახაზებს, დაასაბუთებენ მიღებულ შედეგს, სიღრმისეულად ჩაწვდებიან გეომეტრიულ ამოცანებს ბისექტრისებსა და შუამართობებზე; გააკეთებენ პლაკატებს, პრეზენტაციებს​; შექმნიან სლაიდშოუს..
4. სამიზნე ჯგუფი: VIII კლასის მოსწავლეები განხორციელების დრო: 3*45 წთ-იანი გაკვეთილი 
5. სტანდარტები და ინდიკატორები მათემატიკა:  VIII.3; VIII.4; VIII.10 მოსწავლეს შეუძლია ამოცანების ამოხსნა; მოსწავლეს შეუძლია მსჯელობადასაბუთების ზოგიერთი ხერხის გამოყენება. ისტ:  საპრეზენტაციო პროგრამები: PowerPoint, Movie Maker; ინტერნეტის საძიებო სისტემა; Microsoft Word.
6. მოსწავლეების ამოცანები/სწავლის შედეგები კრიტიკული აზროვნება და პრობლემების გადაჭრა საღი მსჯელობა და აღქმა;  ინფორმაციის კლასიფიკაცია, ანალიზი და სინთეზირება პრობლემების გადასაჭრელად და კითხვებზე პასუხების გასაცემად. კომუნიკაცია და თანამშრომლობა  იდეებისა და აზრის ნათლად და ეფექტურად გამოხატვა წერილობითი თუ სიტყვიერი ფორმით;
7. სხვადასხვა ჯგუფთან ეფექტური მუშაობის უნარის დემონსტრირება; საერთო მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისთვის მზადყოფნისა და მოქნილობის დემონსტრირება; პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში. .  ისტ(ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების) წიგნიერება  ტექნოლოგიის გამოყენება, როგორც ინფორმაციის კვლევის, ორგანიზების, შეფასებისა და კომუნიკაციის საშუალების..
8. მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები რა კავშირშია მათემატიკა რეალურ სამყაროსთან? რა დამოკიდებულებაშია გეომეტრია რეალურ ცხოვრებასთან? რატომ შეიძლება დაგვჭირდეს ბისექტრისის და შუამართობის ცოდნა? რა არის კუთხის ბისექტრისა და გვერდის შუამართობი? დაასახელეთ მათი თვისებები? ბისექტრისების და შუამართობების თვისებების გამოყენებით ავაგოთ შესაბამისი ნახაზები სხვადასხვა სამკუთხედებისათვის. დავასაბუთოთ მიღებული შედეგები.
9. მოსწავლეთა საჭიროებების განსაზღვრა  მე–8 კლასის მოსწავლეებს გეომეტრიული ამოცანების ამოხსნისას ხშირად ერეოდათ სამკუთხედში ბისექტრისების გადაკვეთის წერტილი შუამართობების გადაკვეთის წერტილში. ეს პრობლემა უფრო მეტად თავს იჩენს შემდგომ სტერეომეტრული ამოცანების ამოხსნის პროცესში. საკვლევი პრობლემის დაკონკრეტება: ყოფითი ამოცანა: „გვაქვს სამკუთხედის ფორმის ნაკვეთი. როგორ დავამონტაჟოთ ნათურა ისე, რომ ნაკვეთის ყველა კუთხე თანაბრად განათდეს?“
10. საკლასო მენეჯმენტისაგანმანათლებლო რესურსები ტექნიკა და ინსტრუმენტები - ციფრული აპარატი, კომპიუტერი, სკანერი, პროექტორი  ლიტერატურა: თოფურია, ოზბეგაშვილი, ხოჭოლავა, მეტრეველიმათემატიკა II ნაწილი. პოგორელოვიგეომეტრია 7 – 11 1995.  ელექტრონული (კომპიუტერული) პროგრამები PowerPoint2007; Movie Maker .
11. პროექტგაკვეთილის მსვლელობა მასწავლებლის მიერ მოსწავლეთათვის ამოცანის დასმა; დაგეგმვა;  ორგანიზაციული საკითხი:  ჯგუფების შექმნა, ფუნქციების განაწილება,  კონკრეტული დავალებების განაწილება;  შესრულებული სამუშაოს შუალედური შეფასება.  პროექტგაკვეთილის პრეზენტაცია . მოსწავლეთა მიერ შექმნილი პროდუქტების : სქემების, სლაიდების და ვიდეორგოლის სახით Movie Maker-ში.
12. პროექტგაკვეთილი
13. მოსწავლეთა შეფასება მოსწავლეთა შეფასება ხდება მიმდინარე განმავითარებელი და მიმდინარე განმსაზღვრელი შეფასებებით:  განმავითარებელი შეფასებებით ფასდება  კომპიუტერით შესრულებული სამუშაოები სქემები, საპეზენტაციო სლაიდშოუ, სამუშაო პროცესის ვიდეო რგოლი მიმდინარე განმსაზღვრელი შეფასება ხდება წინასწარ შემუშავებული შეფასების სქემით გაკვეთილზე ჩართულობა; ჯგუფებში მუშაობა; პრეზენტაციის უნარი ; დასაბუთება;
14. შედეგები პროდუქტები მოკვლეული მასალა ჩამოყალიბდა საპრეზენტაციო პროგრამის სლაიდ შოუს სახით;  მოსწავლეებმა მათემატიკური მეთოდების გამოყენებით შეძლეს ცხოვრებისეული ამოცანის გადაჭრა.  მოსწავლეებმა შექმნეს პროექტგაკვეთილზე მუშაობის ამსახველი ვიდეორგოლი; ბუკლეტები;
15. პროდუქტები 
16. რეკომენდაცია  სასწავლო პროცესში პროექტგაკვეთილის ეფექტური ჩართვა სწავლის მოტივაციის ამაღლების საშუალებას მოგვცემს.
17. დასკვნა  მოსწავლეებმა მოახერხეს ცოდნის სისტემატიზაცია; არსებული ცოდნის რეალურ ცხოვრებასთან ინტეგრირება. სწავლა გახდა უფრო საინტერესო და სახალისო, რაც ზრდის შინაგან მოტივაციას. მოსწავლეებს განუვითარდათ მაღალი სააზროვნო უნარები: ანალიზი, სინთეზი, შეფასება, კრიტიკული აზროვნება; ჯგუფური მუშაობის, თანამშრომლობითი და კომუნიკაციის უნარჩვევები, ორგანიზაციის უნარი, პროდუქტის შექმნის კომპეტენცია.
18. . გმადლობთ!

Комментариев нет:

Отправить комментарий